სოხუმში მინდა ყოველთვის. დილით, ღამე, დღე, 3 აპრილს, 4 მაისს, 22 ივლისს, 8 დეკემბერს, 27 სექტემბერს, არ აქვს მნიშვნელობა. სულ მგონია, რომ ჩემზე უფრო არავის უნდა. და კიდევ სულ მეშინია, რომ ისინი, ვისაც გვინდა, უფრო და უფრო ცოტანი ვრჩებით.
27 სექტემბრის, როდესაც ბევრი სხვაც იხსენებს სოხუმს, თავს კიდევ უფრო მძიმედ ვგრძნობ. იმიტომ რომ ვერ ვამბობ იმას რასაც ვფიქრობ ეს 23 წელია, ვერ ვუყურებ ჩემს გადაღებულ ომის კადრებს, ვერც სხვის გადაღებულ ომის ქრონიკას.
წელს ჩემმა სოხუმელმა მეგობარმა მითხრა, რომ არ შეიძლება გამუდმებით გლოვა, რომ იქნებ რამე დადებითზე და საიმედოზე ვილაპარაკოთ ამ დღეს. არ ვიცი რამდენად გამოგვივიდა.
https://www.youtube.com/watch?v=NLg0Pa_41Uw
(ფილმში მონაწილეობდნენ ვ. ვეკუას სახელობის აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები)