noimg 16779856_10206231617227965_1907212583_n

«წითელი ინტელიგენციის» ეპოქა

Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

ავტორი ლადო ჩალათაშვილი

ბოლო წლები, რაც ჩვენი ქვეყანა კომუნიზმისგან გათავისუფლდა, მუდმივად მიდის მსჯელობა იმაზე თუ როგორი მენტალობა გვაქვს და ყოველთვის, ასეთი მსჯელობის რაკურსი არის შეფასებითი, რომელიც უფრო მეტად იმას გულისხმობს თუ რამდენად ცუდი მენტალობა გვაქვს და რამდენად განსხვავებული, უარყოფითი თვალსაზრისით, განვითარებული ერებისგან, რომლის ეტალონად ევროპული მენტალობა მიიჩნევა. მეც არაერთხელ მიფიქრია ამ პრობლემაზე მაგრამ ყოველი ასეთი წიაღსვლები, როგორც წესი, მხოლოდ შეფასებით კატეგორიზე რჩება და იშვიათია როდესაც მის მიზეზებზე ვლაპარაკობთ. აღარაფერს ვამბობ ამ საკითხის საჯარო განხილვაზე, რომელიც პრაქტიკულად არ ყოფილა არასოდეს, საზოგადო ინტერესის საგანი. არცერთი სიციოლოგი, ფსიქოლოგი თუ კულტუროლოგი არ გამოსულა და არ შეუთავაზებია საზოგადოებისთვის, მენტალური სიმახინჯეების საფუძვლის ახსნა და გამოსავალი.
ამ ხარსიხის პრობლემებში, ჩემი დაკვირვებით, რომელიც ჩემს გარემოში არაერთხელ გამართულა, ძირითადად პრობლემურ ნაწილად აღქმულია სოლიდარობისა და სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობის არარსებობა, რომელიც ხელს გვიშლის მეტად შეკავშირებული საზოგადოების ფორმირებაში. გამომდინარე იქიდან რომ ზმეოთ დასახელებული ორი ასპექტი, ხაზგასმით არის გამოახტული მსჯელობებში, რომელიც ასევე ასახულია სოციალურ ქსელებში და მოვლენების საჯარო შეფასებებში, მიანიშნებს იმაზე რომ ეს დეფიციტი არსებობს და მას შესაბამისად აქვს მიზეზები, რომლებმაც განაპირობეს დეფიციტის არსებობა, ქვემოთ სწორედ ამ მიზეზების მოძეიბას და მათ გამომწვევ მიზეზებზე მსჯელობას შევეცდები.
ჩვენი ეროვნული მენტალობის ერთერთი ნიშან-თვისება რომ ვახდენთ წარსულის იდეალიზებას, არ გვაძლევს ასეთი მსჯელობის შესაძლებლობას. ვიცით და განვიხილავთ ისტორიის მხოლოდ იმ ელემენტებს, სადაც მეფეთა სიდიადე და ქართული არისტოკრატიის ბრწყინვალებაა ასახული. არადა ჩვენმა ერმა, ბოლო ორასი წლის განმავლობაში, არისტოკრატიის არნახული ხოცვა-ჟლეტვა და განადგურება გადაიტანა. არისტოკრატიის, რომელიც ნებისმერი ერის მენტალური ორიენტირია და აყალიბებს იმ ღირებულებით კატეგორიებს, რომლითაც იზრდებიან მომავალი თაობები. ერთერთი ასეთი ჟლეტვა, გასული საუკუნის 20-იან წლებში მოხდა, ამ წმენდას გადარჩნილი არისტოკრატია კი, 30-იანი წლების ბოლოს, «წითელ ტერორს» ემსხვერპლა. შემდეგ დაიწყო ტყუილი არისტოკრატიის შექმნა, რომელიც სრულიად მოწყვეტილი იყო იმ სოციალურ ფუნქციას, რომელიც არისტოკრატიას და მოგვიანებით, ელიტად წოდებულ სოციალურ ფენას ეკისრა ყოველთვის და ყველა ერში. რა თქმა უნდა ამ თვალსაზრისით, საბჭოთა კავშირში მხოლოდ ქართველი ერი არ დაზარალებულა და ასეთი იყო კომუნისტურ იდეოლოგიაზე დაფუძნებული პოლიტიკა, რომელთათვისაც არისტოკრატია იყო დაუძინებელი მტერი რადგან, მათ აღზრდაში არ იდო უპირობო, მონური მორჩილება ისეთი ტყუილი კუმირებისადმი, რომელიც კომუნისტ ბელადებს სჭირდებოდათ. შესაბამისად მათი გაწყვეტის შემდეგ, მოხდა ის რომ მათი როლი მიანიჭეს რეჟიმისთვის საჭირო და სასარგებლო ადამიანებს, რომელთაც საფუძვლად არავითარი სოციალური პასუხისმგებლობა არ ედოთ და ყველაფერი, იმ მარტივ მიზნამდე ჰქონდათ დაყვანილი, რასაც ხელმძღვანელობის მაამებლობა, პრივილეგიის მოპოვება და მომხვეჭელობა ეწოდება. რეპრესიების პერიოდიში, ამ ყველაფერს თვითგადარჩენის აუცილებლობაც ემატებოდა და ამისთვის საჭირო იყო უამრავი ადამიანის გაწირვა, რამაც განაპირობა კიდევაც, მათი სოციალურ საფეხურზე აწევა, კუმინისტური რეჟიმის პირობებში. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს რომ წითელი ტერორის დროს, კომუნისტურ რეჟიმს, ჯალათებისა და დამსმენების პრობლემა ჰქონდათ საქართველოში, რამაც განაპირობა ის რომ აქ მოავლინეს სხვა ეთნოსის წარმომადგენლები, რომელთაც წარმატებით გაართვეს თავი დასახულ ამოცანას. თუმცა ეს არი ნიშნავს იმას რომ ტერორის დასრულების შემდეგ, ან მიმდინარეობისას, საქართველოში არ იყვნენ ისეთები, რომელთაც საკუთარი მერკანტილური მიზნების მიღწევის მიზნით «ყველაფერზე წასვლა» შეეძლოთ. ამას დაემატა მეორე მსოფლიო ომი და იმ თაობის პრაქტიკული განადგურება, რომელსაც ჯერ კიდევ ჰქონდა შენარჩუნებული დამოუკიდებელი, თავისუფალი ქართველი ერის იდეა.
ამიტომაც, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ყველა სოციალურად მნიშვნელოვანი პოზიცია დაიკავეს ადამიანებმა, რომელთაც შესძლეს კომუნისტური რეჟიმის დარწმუნება საკუთარ ერთგულებასა და რეჟმისთვის სარგებლიანობაში. მას შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში, კომუნისტური იდეოლოგიის უალტერნატივობის პირობებში, ეს ადამიანები და მათი მენტალობის მატარებელი შთამომავლობა ხვდებოდა ყველა იმ ინსტიტუტში, რომელიც მომავალ თაობას ზრდიდა და მათ შორის გამორეულ, ერთეულ პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს, მაინცდამაინც დიდი გავლენა ვერ ექნებოდა საერთო სურათზე.
ალბათ ყველას გახსოვთ (ან გაგიგიათ) ის კორუფცია და პროტექციონიზმი, რომელიც საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებში იყო. ეს კორუფცია და პროტექციონიზმი, ერთის მხრივ თუ ცალკეულ ადამიანთა მერკანტილურ მიზნებს ემსახურებოდა, ასევე იყო ერთგვარი თავისთავადი ფილტრი, რომლის გადალახვა იმ შესაძლებლობის შესაბამისად ხდებოდა, რამდენადაც აბიტურიენტის (მოსწავლის) მშობლების მდგომარეობა იძლეოდა. აქ მხოლოდ ფინანსური შესაძლებლობა არ იგულისხმება, აქვე იგულისხმება ელიტასთან მისასვლელი გზის მოძიების შესაძლებლობაც. ეს ყველაფერი, შესაბამისად უზრუნველყოფდა იმას რომ კომუნისტური რეჟიმის პერიოდში ჩამოყალიბებული ელიტა, გარკვეულწლიად ავტომატურად ინარჩუნებდა კასტურობას და ამიტომაც არის დღემდე მოსული ნაშთი, რომელსაც ხშირად «წითელ ინტელიგენციას» უწოდებენ, რომელთა კარგად შესწავლის პრიცესში, აღმოაჩენთ რომ მათ შორის რამდენიმე თაობის კავშირები არსებობს.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო ასეთ პირობებში, ჩამოყალიბებულიყო ან განვითარებულიყო ისეთი მენტალობა, რომელიც სოციალურ პასუხისმგებლობასა და სოლიდარობას, მაღალი ხარისხით განავითარებდა. შესაბამისად ის დეფიციტები, რომელიც დასაწყისში აღვწერე, დიდწილად სწორედ მოცემული სოციალურ-პოლიტიკური პროცესის შედეგია და გამოსავალი, მიუხედავად ყველაფრისა, დღეს არის მოსაძებნი, რომელსაც იურიდიული ან ეკონომიკური განთლების მქონე პოლიტიკოსები ვერ შემოგვთავაზებენ და საჭიროა სოციოლოგების, ფსიქოლოგების, კულტუროლოგებისა და სოციალური ანთროპოლოგების ერთობლივი ძალისხმევა, რომელიც გამოსავლის ძიებას შეუდგება.

postpoll

noimg

920 Hamilton St. Wausau WI 54403, USA
Email: info@society.ge