noimg IMG_5455 1

ვაშინგტონი, 24 საათი ინაუგურაციამდე

Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

რამდენიც არ უნდა ვიდავოთ და რაოდენ ჩახლართული არ უნდა იყოს დღეს მსოფლიო პოლიტიკურ ძალათა გადანაწილება, ამერიკა – ყველაზე გავლენიანი ქვეყანაა, მისი პრეზიდენტი კი – მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანია. ამ სურათებში ამერიკის 45-ე პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ბოლო 24 საათია ასახული.

 

IMG_5288 1

ეკიპირებულები

IMG_5284 1

IMG_5294 1

საციგურაო მოედანი ეროვნულ პარკში (National Mall)

IMG_5307 1

ოჯახი

IMG_5308

აშკარა რესპუბლიკელები

IMG_5351

IMG_5352

IMG_5354

IMG_5355

კაპიტოლიუმის ინტერნები

IMG_5357

მეგობრები ალიასკიდან

IMG_5359 IMG_5360 IMG_5361 IMG_5367

უნდა ითქვას, რომ ინაუგურაციის წინა დღეს მოწყობილი კონცერტი კარგად მხოლოდ სატელევიზიო ფორმატისთვის იყო ორგანიზებული. სცენის წინ მოწყობილი საოპერატორო პლატფორმა სრულად ფარავდა პანორამას, გვერდებიდან უსაფრთხოების მიზნით დამონტაჟებული ეკრანები მხოლოდ დიაგონალურ ხედს უტოვებდა აუდიტორიას რეალური სურათის დასანახად.

IMG_5369 IMG_5380 IMG_5384

საჯარო მოხელე

IMG_5386

დედაშვილობის კლასიკური სირთულეები

IMG_5389

ერთერთ ამერიკულ ფილმში უკვე არახალგაზრდა სიუზან სარანდონის გმირს ყოფილი პოლიციელი სახლში წაყვანას სთავაზობს. “დარწმუნებული ხართ, რომ ამ მოტოლციკლით  სახლამდე შევძლებ მგზავრობას?”- ეჭვით იკითხა სიუზანმა, “ეს არაა მოტოციკლი, ლედი, ეს ჰარლეი დევიდსონია,” – უპასუხა პოლიციელმა. (ფილმი ჰეფი ენდით მთავრდება)

IMG_5393

ყოფილი პოლიციელი (ოღონდ სხვა :-)

IMG_5394

IMG_5395

IMG_5397

მოკლე და მკაფიო საწინააღმდეგო აზრი

IMG_5407

IMG_5411

უსაფრთხოების შემოწმების ზონა ინაუგურაციის დილას.

IMG_5415

IMG_5417 IMG_5423

IMG_5425

ყველა კამპანიის ვეტერანი სამხედრო

IMG_5436 IMG_5439

მობილურით გადაღება შორი მანძილიდან დაზუმებული გამოსახულების დანახვის შესაძლებლობაცაა.

IMG_5455 1 IMG_5473 IMG_5477

ეს ადამიანი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე ამაყად, მარტო, ჰილარი კლინტონის მხარდამჭერი ქუდით მოვიდა. ამ რამოდენიმე საათის განმავლობაში მან და გვერდზემდგომმა რესპუბლიკელებმა კრგახანს ისაუბრეს, ჰიმნის დროს ერთად ქუდებიც მოიხადეს და სურათიც გადაიღეს. რამაც მაფიქრებინა, რომ რამდენადაც არაორდინალური, რადიკალური ან არაეფექტური პრეზიდენტი არ უნდა გამოდგეს #45, ამერიკის სახელმწიფო სისტემას ის ვერ დაანგრევს.

IMG_5475

IMG_5502 IMG_5509 IMG_5511 IMG_5516

ინაუგურაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამხედრო ნაწილებიც იყო მობილიზებული. ვერ გეტყვით თუ სხვა დროსაც ასეა – ყველა, ვინც ახლოს ჩაუვლიდა ნებისმიერ ფორმიან ადამიანს მადლობას უხდიდა მსახურებისთვის, Thank you for service გამარჯობასავით მეორდებოდა გარშემო.

IMG_5522

IMG_5524

და კიდევ ერთი დაკვირვება, რომელიც მეორე დღეს ქალთა მარშზე გამოსულმა ადამიანებმაც გაამყარეს, – ჩვენგან განსხვავებით ამერიკელებს შეუძლიათ პროტესტის გამოხატვა მარტო. ორგანიზაციის, თანამოაზრეების წრის, თანმხლები მეგობრის გარეშეც, დამოუკიდებლად და ხმამაღლა.

IMG_5531

postpoll

noimg

920 Hamilton St. Wausau WI 54403, USA
Email: info@society.ge