noimg 3(1)

ახალი მედიარეალობა პოლიტიკური პიარისთვის

Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

პიარის და პოლიტიკური კომუნიკაციის არაერთი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ წლევანდელი საარჩევნო კამპანია პოლიტიკური ჯგუფებისგან ახალი მედიარეალობის გათვალისწინებას მოითხოვს და 2012 წელს გამოყენებული მეთოდების ეფექტი დღეს განსხვავებული იქნება.

მუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით საქართველოში რთულია კლასიკური ევროპული თუ ამერიკული პოლიტიკური მექანიზმების პირდაპირ გამოყენება, რადგან არჩევნების ტრადიცია  ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა და მერყევია,  გარკვეული მსოფლიო ტენდენციები საქართველოშიც აუცილებლად გასათვალისწინებელია.

მე-20 საუკუნის 40-ან წლებში ამერიკის საშუალო ზომის ქალაქში სამი თვის განმავლობაში მეცნიერები საარჩევნო კამპანიის დროს მოსახლეობის ქცევებს აკვირდებოდნენ (ცნობილი კვლევა ოჰაიოს შტატის სახელით) ამ კვლევამ, რომელიც პროფ. ლეზერსფელდი ჯგუფმა ჩაატარა, სხვა დასკვნების კვალდაკვალ,  ერთი მკვეთრი ტენდენციაც აღნიშნა: საარჩევნო გადაწყვეტილებას ადამიანები „ჯგუფურად“ იღებენ ან ცვლიან. მათ არჩევანზე გავლენას ახდენს სოციალური, რელიგიური თუ პოლიტიკური ჯგუფი, რომელთანაც ისინი არამხოლოდ აიგივენებსაკუთარ თავს, არამედ  აქტიურად ურთიერთობენ ჯგუფის სხვა წევრებთან. მასმედიით გაგზავნილი მესიჯი, მხოლოდ გაშუალოებულად, დისკუსიის შედეგად მიიღება სამიზნე აუდიტორიის მიერ.

ჩვენი დახურული პოსტ-საბჭოთა პატარა საზოგადოებისათვის ეს ფაქტორი განსაკუთრებით აქტუალურია. „აზრის ლიდერები“ ჩვენ გვერდით არიან. დადგენილია რომსაბჭოთა სახელმწიფოს გავლენაა, როცა მეგობრების , „თავისიანების“ წრე ასე მნიშვნელოვანია ნდობის განსაზღვრისთვის  და რომ სოციალური ქსელები, სადაც „ჩვენი“ წრის ილუზია წარმატებით იქმნება, გადამწყვეტია ჩვენი ნებისმიერი და მითუმეტესს  პოლიტიკური გადაწყვეტილებებისთვის.

საარჩევნო სტრატეგიის სპეციალისტებმა უნდა იფიქრონ არა მხოლოდ იმაზე, თუ “რისი მოსმენა უნდა ხალხს“ (მეტი შემოსავალი, სამუშაო ადგილები, უსაფრთხოება, და ა.შ.),  არამედ იმაზეც – „რაზე ილაპარაკებს ხალხი“ .

რა თქმა უნდა, ბოლო წლების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ამომრჩევლი ყველაზე კარგად ნაკლებად დამაჯერებელ, სკანდალურ, მაგრამ ადვილად გასაგებ თემებზე რეაგირებს და განიხილავს მათ: სხვისი პირადი ცხოვრება, ჭუჭრუტანაში მოსმენილი საუბრები, ჭორები და სხვისი ფული; ანუ არაობიექტური, დესტრუქციული, ქვეყნის ბედისთვის უმნიშვნელო თემები, რომელებიც რეალურ პრობლემებს გვაშორებს.

ის, ვინც ამ ორ მოცემულობას საუკეთესოდ გაიაზრებს და გამოიყენებს, მიიქცევს მედიის, აზრის ლიდერების და საბოლოოდ ამომრჩევლების ყურადღებას.

 

ავტორი – ლანა ღვინჯილია

postpoll

noimg

920 Hamilton St. Wausau WI 54403, USA
Email: info@society.ge