noimg 2(1)

უცხოელები საქართველოში ცხოვრებაზე – შესანიშნავი ქვეყანა ცუდი მძღოლებით

Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

სწორედ პატარა ქვეყნის მენტალობაა ალბათ იმის მიზეზი, რომ ქართველები მუდმივად დაინტერესებულები არიან სხვისი აზრით თავიანთ ქვეყანაზე. უცხოელების დაფასება ყოველთვის ძლიერ არგუმენტად გამოიყენება ნებისმიერ კამათში, ხოლო ამავე უცხოელების განკიცხვა –  გამორჩეულ შეურაცხყოფად.

ამ არამდგრად დროში ჩვენ გამოვკითხეთ საქართველოში ბოლო წლების მანძილზე მცხოვრები სხვა ქვეყნის მოქალაქეები და არა ტურისტები. ჩავატარეთ პატარა  გამოკითხვა იმ უცხოელთა შორის, ვინც საკმაო დრო გაატარა საქართველოში. Society.ge  დაუკავშირდა სხვადასხვა წარმომალობის, პროფესიის, შემოსავლისა და ასაკის მქონე საქართველოში მცხოვრებ უცხოელებს.

გამოკითხულთა საშუალო ასაკმა 41 წელი შეადგინა, მდედრობით და მამრობით სქესს შორის კი თანაფარდობაა, გამოკითხულტა შორის საქართველოში 6 თვიდან – 14 წლამდე მცხოვრები ადამიანებია. მათი 60% პირადი მიზეზების გამო დარჩა საქართველოში, 55%-ს შემოსავალი ადგილობრივია, დანარჩენთა შემოსავალი როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ საქმიანობიდან შემოსულ ტანხებს გულიხსმობს.

გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ საქართველოში ცხოვრება 2010 წლიდან გართულდა, ზოგი უჩივის უსაფრთხოების ნაკლებობას, სხვები – ვალუტის ინფლაციასა და მაღალ ფასებს. კომენტარები კი ძალიან გულახდილი და რეალურია: ცხოვრების ფასი საგრძნობლად გაიზარდა დოლარის გაცვლის კურსის ცვლილებასთან ერთად, შემაწუხებელია, როდესაც ფასებს ხშირად ველანაირი ლოგიკის გარეშე ადებენ და ისინი მხოლოდ გამყიდველის პერსონალურ აზრზეა დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პროდუქტი ნამდვილად არ არის დოლარის კურსზე დამოკიდებული, ფასები მოეტამა ყველაფერს“.

უცხოელებისადმი დამოკიდებულება

მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი დამოკიდებულება უფრო დადებითად ჩანს, რადგან ტურიზმი ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავლის ერთერთი  სერიოზული წყაროა, განსხვავებული მიდგომა და გარკვეული არატოლერანტობა მაინც შესამჩნევია იმიგრანტებისათვის:

„დამოკიდებულება აფრიკელი და აზიელი ადამიანების მიმართ ძალიან ცუდია, განსაკუთრებით ეს იგრძნობა ეკლესიის მხრიდან, ხოლო ეკლესიას ძალიან დიდი გავლენა აქვს საზოგადოებრივ აზრზე ქვეყანაში“ (ქალი, 36 წლის)

„ჩემ მიმართ ყველა ძალიან კეთილგანწყობილია – მე თეთრკანიანი ვეროპელი ვარ, მაგრამ შავკანიანებსა და აზიელების მიმართ ხალხი ნაკლებად მეგობრულია“ (მამაკაცი, 36 წლის, 3 წელი ცხოვრობს საქართველოში)

ცხოვრების სტილი

უცხოელებს ქართველების ცხოვრების წესი კონსერვატიულად ეჩვენებათ. ამავე დროს რამოდენიმე მიმდინარე ცვლილებაზე მიუთითებენ: ცვლილებებს ზოგადად მოსახლეობაში ვხედავ სადაც უფრო მეტი ხალხი კარგავს სამსახურს და ბიზნესს, შესაბამისად უკმაყოფილო და უბედური ხალხიც მეტია, რაც ლოგიკურად კრიმილინალის დონის ზრდისკენ მიგვითითებს.“

მაგრამ მათგან ზოგი უფრო მეტ გასართობ საშუალებებს ხედავს ვიდრე ადრე: თუნდაც ახლა, უფრო მეტი წასასვლელია ადგილია, ვიდრე წინა წლებში.“

 ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება

უცხოელებიდან უმრავლესობა არ ინტერესდება პოლიტიკური პროცესებით, მაგრამ ზოგს ამასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული შეხედებულებები აქვს: პოლიტიკა ამ ქვეყანაში ყველგანაა. საზოგადოება მასშტაბურად დაყოფილია, ნებისმიერი თემის გარჩევა აუცილებლად პოლიტიკაზე კამათით სრულდება,რაც ჩემი აზრით არც ისე კარგია. ხალხი, რომელიც მოცემულ მომენტში პოლიტიკურ ელიტად მოიაზრება არაპროფესიონალები და გამოუცდელები არიან, მხოლოდ იმიტომ რომ ისინი თავიანთი პირადი ინტერესების გამო მოქმედებენ.“ (36 წლის, ქალი)

 გასართობი საშუალებები.

არცაა გასაკვირი, რომ გართობის შესაძლებლობები ევროპიდან და ამერიკიდან ჩამოსული ხალხისთის არც ისე ბევრია, ძირითადად მოსაწყენი და არც ისე საინტერესოა.

დროის საშინელი უქონლობის გამო, ფეხს ვერ ვუწყობ გართობას, მაგრამ როგორც სხვა საქართველოში მცხოვრები უცხოელებისგან ან ტურისტებისაგან მსმენია ისინიც უჩივიან კლუბების, გასართობი ადგილების ნაკლებოდას, რომ არაფერი ვთქვათ თეატრსა და ოპერაზე. ბავშვებისთვის კი არც ისე დიდი არჩევანია, გარდა საშინელი გასართბი საბავშვო ცენტრებისა.“  (33 წლის, მამაკაცი)

უსაფრთხოება

გამოკითხულთა 76%, იმის მიუხედავად რომ ქვეყანამ დეგრადაცია განიცადა და კრიმინალმა იმატა, მათი უსაფრთოების მიმართ დამოკიდებულება მაინც ზოგადად უსაფრთხოების დონეს პოზიტიურად აფასებენ, თუმცა  ბოლო წლების სერიოზულ გაუარესებას ნათლად ხედავენ. „კრიმინალის მატებაზე ლაპარაკის მიუხედავად – უსაფრთხოების დონე დამაკმაყოფილებელია, აქ ყველაზე უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს ვიდრე ნებისმიერ ადგილას სადაც მიცხოვრია. (46 წლის, მამაკაცი)

უსაფრთხოების დონე იკლებს, და ამ პრობოლემებზე არაფერი გამიგია წინა მთავრობის დროს და არც მიგრძვნია. (35 წლის, ქალი)

თუმცა თემა, რომელზედაც  თითქმის ყველა უცხოელი ლაპარაკობს – გზების უსაფრთხოება აღმოჩნდა.

„ უსაფრთხოება ქართულ გზებზე ერთერთი მთავარი პრობლემაა, რომელიც როგორც სოციალურ ასევე პოლიტიკურ ჭრილში უნდა განიხილებოდეს. მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ მაღალ და დაუნდობელ დაჯარიმებას შეუძლია შეაჩეროს ეს მკვლელები გზებზე. ეს პრობლემა ნათელია რომ საპატრულო პოლიცია „ ვერ ამჩნევს“ უფრო პატარა (მათი აზრით) დარღვევებს, როგორიცაა, მაგალითად,  გამვლელთათვის გზის დათმობა გადასასვლელზე. ასევე მგონია, რომ პოლიცია ზოგადად მოეშვა ამ 2-3 წლის განმავლობაში, რასაც მივყავართ კრიმინალური ელემენტების მოშვებასთან. ნათელია რომ უსაფრთხოება გაუარესდა.  ქურდობა და ძარცვა უფრო ხშირი გახდა.“ ( 36 წლის, ქალი)

„ გააუმჯობესეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, განსაკუთრებით თბილისის მეტრო, იმისათვის რომ თავიდან აიცილოთ საცობები ქალაქში.“ (46 წლის, მამაკაცი)

„ ტაქსებში მრიცხველები რომ იყოს, ბევრად ადვილი იქნება იმ უცხოელებისთვის, რომლებიც ჯერ კარგად არ არიან გარკვეულები ახალ ადგილმდებარეობებში;  მანიშნებლების და წარწერების უმეტესობა არის მხოლოდ ქართულად, ამით უცხოელები ნადმვილად ვერ მიაგნებენ რაიმე ახალ კარგ ქართულ რესტორნებს ან გასართობ ადგილებს. შესაბამისად ისინი ვერც თავიანთ მეგობრებს, ტურისტებსა ან სხვა უცხოელებს ვერ უწევენ რეკომენდაციას.“ ( 35 წლის, მამაკაცი, 6 თვეა საქართველოში)

„ მე ვერ ვხვდები რატომ არ შეუძლია პოლიციას უზრუნველყოს, რომ მძღოლებმა არ დაარღვიონ მოძრაობის წესები?“ ( 43 წლის ქალი, 14 წელია საქართველოში)

„ საცობები იზრდება, პოლიცია კი ამას ყურადღებას არ აქცევს. ტროტუარები ძალიან ცუდ დღეშია და ეს აუცილებლად იმოქმედებს ტურიზმზე. აეროპორტიდან მომავალი ტაქსები მგზავრებს/ტურისტებს ატყუებენ და ეს ძალიან ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს ქვეყანაზე.“      ( 53 წლის, მამაკაცი)

ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და ღრმა კომენტარი ახალგაზრდა კაცისგან (33), რომელიც საქართველოში პირადი მიზეზების გამო გადმოვიდა და ახლო მომავალში არ აპირებს ქვეყნის დატოვებას: „ ჩემი აზრით, ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოში – განათლების ძალიან დაბალი დონეა, რის შედეგადაც ერთის მხრივ ადვილია ადამინებით მანიპულირება და, შესაბამისად ეს იწვევს იმას ეკონიმიკა ვერ ვითარდება“.

postpoll

noimg

920 Hamilton St. Wausau WI 54403, USA
Email: info@society.ge